”ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ დღევანდელი ხელისუფლება პუტინის შეკვეთას ასრულებს. ვფიქრობ, სანამ მარგველაშვილი გააგრძელებს მომავალში განცხადებების გაკეთებას, ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას. მე მამა დამიხვრიტეს რუსებმა აფხაზეთის ომში და ვერასდროს შევეგუები მე ”ქართული ოცნების” დამფუძნებელს და ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლს, ვიღაცამ იარლიყი მომაკეროს. მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც მთელი ქართული ოცნება უჭერდა მხარს, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მისი ავტორიტეტი 100-მაგად გაიზარდა და გახდა პრეზიდენტი. ადამიანი, რომელმაც სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმი შექმნა, ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს. მაშინ თუ ეს არ მოხდება, მე მივმართავ პრეზიდენტს, შემდეგ პრემიერს თუ არადა, მე დავსვამ კითხვას – რას ვებრძოდით მაშინ? უდანაშაულო მიხეილ სააკაშვილი შეგვეცვალა?”-
განაცხადა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ლუკა კურტანიძემ გადაცემაში დროული კითხვები.