პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი წინანდალში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება:
„ჩემთვის გაუგებარია მიშა მშვილდაძე, რომელიც ბოლო პერიოდში დაპირისპირების და რადიკალიზაციის გაღვივების ერთ-ერთი აქტიური სუბიექტია, რას უნდა აკეთებდეს ამ [წინანდალში ოპოზიციის] შეხვედრაზე, რომელზეც წესით ჩვენც უნდა ვყოფილიყავით მიწვეული. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ბევრ კითხვის ნიშანს სვამს ის შემადგენლობა, რომელიც ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ”, – განაცხადა წილოსანმა.
შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან.