“ახლა თუ ვინმეს ეს მთავრობა მოსწონს, სამკურნალოა ნენა, გურულად ვიტყვი, მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც იძულებული არიან, გამოიყვანონ და მადლობები უთხრან,” – ეს განცხადება ირმა გორდელაძემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
გორდელაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია ხელისუფლებას მადლობას უხდიდეს მოქალაქე, რომელიც აცნობიერებს, რომ “ქართული ოცნება” კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსს საქართველოს აკარგვინებს.
გორდელაძე მძიმე სოციალურ ფონსაც ეხმაურება და ამბობს, რომ გაჭირვების გამო ქვეყანა იცლება:
”მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, პირველ რიგში, ისინი არიან ქვეყნის მოქალაქეები და მერე საჯარო მოხელეები, ეს ხომ დროებითია. ასევე ჩინოვნიკებს მივმართავ, როცა გავა დრო და საკუთარ თავთან მარტო დარჩენით, რა პასუხს გასცემთ შვილებს, რომ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, იყავით ყურმოჭრილი მონა. ხალხის ნაწილი შეიძლება მოატყუო, რუსეთი უკვე შემოსულია, ჩართავ „ტვ იმედს“, „პოსტვს“ გიყურებს, აბსოლუტურად მიდის უზარმაზარი თანხა იმისთვის, რომ ხალხს მოატყუონ, მაგრამ ვერ მოატყუებენ თავისუფალ საღად მოაზროვნე ახალგაზრდებს, თვითონ მათ გუნდშიც ძალიან ბევრი, რომლებიც მარტის აქციაზე გამოვიდნენ. ამიტომ ის რუსული სცენარი, რომელიც რუსეთზე მოქმედებს, ქართველებზე არ მოქმედებს,“ – ამბობს ირმა გორდელაძე.