”როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით – მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს ოდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს.”
წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 31 ივლისს, ბათუმის ლაინერი Astoria Grande შემოვიდა, სადაც რუსი ტურისტებიც იმყოფებოდნენ. პორტთან მოქალაქეები გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ, თუმცა პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.