შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share