შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ სტიქიის შემდეგ ეს მისთვის შოვში პირველი ვიზიტია. რაჭის კურორტზე მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან განმარტა, მამა ჰყავს ცუდად და თურქეთში, საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის გამოც ვერ მოახერხა რაჭაში ჩასვლა.
ამ განცხადებიდან მალევე, “ლელოს” წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გომელაური დასასვენებლად იყო წასული.
გეგელიას ამ განცხადებას, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, დეპუტატი ნინო წილოსანი ეხმიანება:
“რანაირი გარეწარი უნდა იყო ადამიანი ამას წერდე, როცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ მამა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თურქეთში ყავს გადაყვანილი…
და რა ბედნიერებაა რომ ასეთი ადამიანები ჩვენი საზოგადოების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენენ.
გრიგოლ გეგელია “ლელო” – შს მინისტრი მთელი ეს დრო არდადაგებზე იყო. მასშტაბური ეროვნული ტრაგედიის მიუხედავად, მას არც კი ჩაუთვლია საჭიროდ პირველივე რეისით უკან დაბრუნებულიყო”, – წერს წილოსანი.