„დიდი დანაკლისია“ – რას ამბობს კადიროვი პრიგოჟინის აფეთქებაზე

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა მთელი სახელმწიფოსთვის დიდი დანაკარგია.

შეგახსენებთ, რომ კადიროვი „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, მისი დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მოქმედებას „საზიზღარ ღალატს“ უწოდებდა.

მას შემდეგ, რაც 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ პრიგოჟინი „ნიჭიერი ადამიანი და ნიჭიერი ბიზნესმენი იყო“, კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პოსტი პრიგოჟინის მიმართ საქებარი სიტყვებით და „სახელმწიფოებრივი მასშტაბის მნიშვნელოვანი პერსონა“ უწოდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share