ბადრი ლომინაძე დაიბადა 1958 წელს სოფ.ცხემლსხიდში.
ფეხბურთის თამაში დაიწყო1973 წელს მახარაძის სპორტსკოლაში მწვრთნელ(რეზო ცერცვაძესთან)
ს/კ „მერცხალში“ მიწვიეს 1975 წელს
1975 წლიდან -1983 წლამდე თამაშობდა „მერცხალში“
1983 წელს მიწვიეს ლანჩხუთის „გურიაში“ პირველი ლიგა
საქართველოს ჩემპიონი 1982 წელი
საქართველოს თასისი მფლობელი 1982 წელი
საქართველოს სუპერთასის მფლობელი 1982 წელი
ბადრი გამორჩეული ფეხბურთელი ჯანსაღი სულის მატარებელი სპორტსმენი იყო, უყვარდა შრომა და თავდადება, მისი თამაში ყოველთვის ბრძოლასთან და ჟინთან ასოცირდებოდა ყოველ თამაშზე იხარჯებოდა ბოლომდე.
”ძალიან ძლიერი გუნდი იყო მახარაძის „ მერცხალი“ – იხსენებს ბატონი ბადრი. თითქმის ყველა თამაშს ვიგებდით და ფეხბურთის გულშემატკივრები გულმხურვალედ გვიკრავდნენ ტაშს და დიდი სიყვარულიდ გვეფერებოდნენ.
ძლირი გუნდის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელი „მერცხალის „ მთ.მწვრთნელს თემურ გრძელიშვილს გუნდში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ მათთან თამაში დიდი ბედნიერება იყო.
”გული მწყდება რომ ჩემი საყვარელი გუნდი დღეს ასეთ დღეშია” ამბობს ბატონი ბადრი. ფეხბურთი ჩვენი რაიონისათვის ნომერ პირველი სპორტია და ის დიდი ტრადიცია რაც ჩვენმა თაობამ და ჩვენზე წინა თაობებმა შექმნეს დავიწყებას არ უნდა მიეცეს,
სიცოცხლეში გვიყვარდეს და სიცოცხლეში დავაფასოთ ჩვენი ლეგენდა ფეხბურთელები!
ჯამრთელობა და კარგად ყოფნა ჩვენს ვეტრან ფეხბურთელს ბატონ ბადრის” .
ხარიტონ ჩხატარაშვილი