სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”გომის ტყის კორტოხში, მდ. ბჟუჟის ხეობა, ზღვის დონიდან 1400 მ.
მალე დაგიბრუნდებით ახალი ინფორმაციებით.
ყველაფერი გასაიდუმლოებულია, გზები იჭრება, ჰესების კასკადის მშენებლობა იგეგმება ურთულეს რელიეფში . არანაირი ინფორმაცია, არა გარემოსდაცვითი კვლევები, საჯარო განხილვები, არც გამოთხოვილი დოკუმენტაციები მოგვაწოდა ოზურგეთის მერიამ გზის გაჭრის ნებართვების შესახებ.
გასაიდუმლოებულ, დაუსრულებელ პროექტზე წინმსწრებად გაცემულია გზების გაყვანის ნებართვები.” – წერს გორდელაძე.