ოზურგეთში სანაპიროს ქუჩას ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი, ქალაქ ოზურგეტში სანაპიროს ქუჩას მიენიჭა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ, გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.

ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო1940ბათუმისაქართველოს სსრ — გ. 31 მარტი2021თბილისი[3]) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014).

ბიოგრაფია

დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. არის თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი. არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება[4] დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2020).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).

გარდაიცვალა 2021 წლის 31 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[3] დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[5]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share