ლურჯი სუპერმთვარე, ყურძნის გამოშრობა და დამოუკიდებლობის დღე მალაიზიაში – 31 აგვისტოს ფოტოები

Newshub.ge წარმოგიდგენთ მსოფლიოს მასშტაბით 31 აგვისტოს გადაღებულ გამორჩეულ ფოტოებს.

Upright Gilders-ის სპეციალისტები ვიქტორიანული დიზაინის ორგანის მილებზე მუშაობისას.

ლიდსი, დიდი ბრიტანეთი 📸 Danny Lawson

კაცი დახურული ბაზრიდან გამოდის (მოვაჭრეები ინფლაციის გამო პროტესტის ნიშნად გაფიცვას აწყობენ).

პეშავარი, პაკისტანი 📸 Bilawal Arbab

ქალი, სახელად ჯუელ ბაგეტი ქარიშხალ „იდალიას“ გადარჩენილი ნივთების პოვნას ცდილობს. 

ფლორიდა, აშშ 📸 Rebecca Blackwell

„პრაიდის“ აღლუმის აღნიშვნა.

კატმანდუ, ნეპალი 📸 Skanda Gautam

მალაიზიაში ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ – ქვეყანა ბრიტანეთის მმართველობისგან 1957 წელს გათავისუფლდა.

პუტრაჯაია, მალაიზია 📸 Mohd Rasfan

ადგილობრივი მუსიკოსები თვალს ადევნებენ ქალაქ ტიხუანას საზღვრის მშენებლობას, რომელიც სან- დიეგოსა და ბახა კალიფორნიას ჰყოფს ერთმანეთისგან.

ბახა კალიფორნია, მექსიკა 📸 Carlos A Moreno

ხალხი ლურჯი სუპერმთვარის ფონზე.

სიდნეი, ავსტრალია 📸 Dan Himbrechts

აუგუსტო პინოჩეტის დიქტატურის დროს გაუჩინარებულთა გამოსახულებები ლა მონედას სასახლის ფასადზე.

სანტიაგო, ჩილე 📸 Joshua Arguello

ყურძნის გამოშრობის პროცესი მდინარე გედიზის აუზში.

იზმირი, თურქეთი 📸 Anadolu Agency

ხალხი კანადის ეროვნულ გამოფენას ესწრება Exhibition Place-ში.

ტორონტო, კანადა 📸 Arrush Chopra

მონასტერი დაფლეთილი სამლოცველო დროშების ფონზე.

შიქუ, ჩინეთი 📸 Anadolu Agency

ქალი ცდილობს სპეცრაზმს ბარიკატი გამოგლიჯოს ხელიდან ეროვნული ასამბლეის შენობის წინ, სპილენძის მოპოვების წინააღმდეგ გამართული აქციის დროს.

ქალაქი პანამა, პანამა 📸 Bienvenido Velasco

ჩრდილოეთ ირლანდიელი ტომ მაკიბინი Crans-sur-Sierre-ს გოლფის კლუბში მოწყობილ ტურნირზე ასპარეზობისას.

კრანს-მონტანა, შვეიცარია 📸 Stuart Franklin

ლინკოლნის კოლეჯის ფრენბურთის მატჩშის საყურებლად შეკრებილი გულშემატკივრები.

ნებრასკა, აშშ 📸 Chris Machian

ბუშტების გამყიდველი გადაადგილდება ველოსიპედით.

ქაბული, ავღანეთი 📸 Wakil Kohsar

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share