.
რა ემუქრება ისედაც სტიქიით დაზარალებულ სოფელ კონჭკათს?
ერთ-ერთი ურთულესად დამეწყრილი სოფელი კონჭკათია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მეწყერსაშიშ ადგილებიდან მოსახლეობა გამოჰყავთ.
ამ დროს მინერალური რესურსების სააგენტოს გაცემული ააქვს ამ სოფელში ოქროს მოპოვების ლიცენზია 2040 წლის აპრილამდე.
ხოლო გაცემის თარიღია 2023 წლის მარტი. ლიცენზია უფრო ადრეა გაცემული და დაკორექტირებულია.
ხომ წარმოგიდგენიათ რა მოყვება ოქროს საბადოებს ამ სოფელში? ან გურიას? წარმოუდგენელი რამ, როცა ჩვენს ქვეყანაში გარემოსდაცვითი კანონები უგულველყოფილია.
გაცემულ ლიცენზიას დასტურს მისცემდა იზურგეთის მერია, იციის მოსახლეობამ ამის შესახებ?
მერე ირბინონ დასახმარებლად და ფოტო-პოზირებისთვის.
აი რატომ არ გვაწვდის საჯარო ინფორმაციას მონერალური რესურსების სააგენტო , გურიის რეგიონის ახალ რეესტრს.
ეს ინფორმაცია კი უდევთ საიტზე.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე