ოზურგეთელმა გარემოსდამცველებმა ქალაქის ცენტრში თეატრის უკან არსებულ პარკში ისტორიული – ცნობილი ისტორიკოსის – ნიკო მარის მამის, იაკობ მარის დარგული საუკუნოვანი ჭადრების მოჭრა და ე.წ. “დაბელვა” გააპროტესტეს.
პარკის რეაბილიტაციის პროექტის განმახორციელებელი მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ორი უნიკალური ჭადარი მოჭრეს, ხოლო რამდენიმე ნაწილობრივ, გარემოსდამცველების მოსვლისთანავე აადგილიდან მიიმალნენ.
ცნობილმა გარემოსდამცველმა ირმა გორდელაძემ მომხდარს “საზოგადოების დაცინვა” უწოდა.
სამოქალაქო აქტივისტმა ნათია ვაშალომიძემ კი პროექტის, რომელსაც მუნიციპალური განვიტარების ფონდი ახორციელებს, “საზოგადოებისაგან მალულად განხორციელება” გააპროტესტა.
უარყოფითი განწყობა დააფიქსირა კიდევ ერთმა ცნობილმა სამოქალაქო აქტივისტმა გრიგოლ მახარაძემ, თუმცა ის თავის საბოლოო პოზიციას ხვალ, მას შემდეგ გააჟღერებს, როცა პროექტს გაეცნობა.
ირმა გორდელაძე, გარემოს დამცველი:
დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ ოზურგეთის ცენტრში თეატრის უკან არი უნიკალური ხეები მოჭრილი, ამოვედით ადგილზე გარემოს დამცველები და აქ არი სამი ხე დამორილი ჩათვალეთ, რომ მოჭრილია, ეტყობა რაღაც აქ ინფრასტრუქტურლი პროექტი ხორციელდება არავინ არი შენების წინააღმდეგი და კეთების, მაგრამ ეგ უნიკალური ხეები იაკობ მარის დარგულია ჯერ კიდევ გურიელების დროს და ოზურგეთელებს თავი მოგვაქ ჩვენი ბაღით და პარკით და არ შეიძლება ისე ვაშენოთ ნუ გავჟუჟავთ და ნუ გადავაშენებთ, აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ვინც გააკეთა ეს.
ნათია ვაშალომიძე, გურიის სამოქალაქო ცენტრი:
ამ პარკის რეაბილიტაცია არი იმ პროექთაგან ერთერთი, რომელსაც ველოდებით ამდენი ხანი ოზურეგეთის მაცხოვრებლები, ეს არი ერთერთი ყველაზე დიდი რეაბილიტაცია ამ ბოლო წლებში, რაც არი დაგეგმილი, სერიუოზულად გვაქ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, თუ მოიცავს ამ პარკის რეაბილიტაცია მწვანე საფარის და ხეების დაზიანებას იმიტო რო მწვანე გარემო და ხეები არი ერთერთი ძვირფასი, რამ რაც ოზურგეთში გვაქვს და ყველაზე სამწუხარო არის ის რო მოსახლეობამ არ ვიცით გასაგებად თუ რას მოიცავს ეს პროექტი, არავის ჩვენთვის არ გაუცნია, არ შეუთანხმებია და ფაქტიურად არ ვიცით რას უნდა ველოდოთ ამ პროექტის განხორციელებისას გვაქ აბსოლუტურად გაუგებარი მოლოდინი და ეს უფრო გვიმძაფრებს პროტესტის გრძნობას.
გრიგოლ მახარაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორი:
მთავარი პრობლემა რაც არი არის ის, რომ დაპროექტირება ანუ პროექტრირება ამ პარკისა და არამხოლოდ ამ პარკისა კიდევ ორი პარკისა ოზურგეთში მოხდა საზოგადოების ჩართულბის გარეშე, და არამხოლოდ საზოგადოების ჩართულობის არამედ საჯარო ინფორმაცია, როცა გამოვითხოვეთ მერიდიან და გუბერნიიდან არ მოგვაწოდეს იმ მოტივით, რომ მათთან არ იყო დაცული ანუ მუნიცაპალიტეტის განვითარების ფონდმა საზოგადოების ჩართულობის გარეშე დააპროექტა ეს პარკები, კონკრეტულად ამ ორი ხის ასე გადაჭრა იყო თუ არა პროექტში ამის შესახებ ზუსტად ვერ გიპასუხებთ უნდა გადავაწმო, სავარაუდოდ არ იყო და თუ არ იყო მშენებლების მიერ არასწორი გადაწყვეტილებაა.