ხელისუფლების ერთ ერთმა ლიდერმა მოქალაქეს დამლაგებლობის გამო დასცინა

“ქართული ოცნების” ერთ ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ქეთი ხომერიკმა, თანასოფლელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დასცინა, რომ ის “დამლაგებლად” მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას, თავად “დაცინვის” ობიექტი, ნატანებში მცხოვრები ამირან ბაქანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და ტავად ხომერიკის მინაწერსაც ასაჯაროვებს:

“გმადლობთ ქალბატონო ქეთევან🙏 თქვენ კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ რომ ზუსტი შეფასებე გავაკეთე კომენტარის სახით👏
მე სადაც მიმუშავია ყველგან დადებითი შეფასება მქონდა  (კერძო სექტორშიც და სახელმწიფო სამსახურშიც) და მომავალშიც ასე იქნება არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობაზე ვიქნები თუ დამლაგებელი.რადგან ყოველთვის ყველაფერს გულით და სრული სერიოზულობით ვეკიდები.მათ შორის ოპონენტებსაც. პატიოსანი შრომა კი აკეთილშობილებს ამიტომ მეამაყება კიდეც რომ პატიოსანი შრომა არ მესირცხვება🙏 თქვენი მესიჯის განხილვა და თქვენი შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდია

პ.ს. ქალბატონო ქეთევან თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვა (იმედია ნებას დამრთავთ) თქვენ დეპუტატი ბრძანდებით და პარალერუად საქართველოს საუკეთესო სასტუმროში ერთერთი თანამდებობის პირი. ამავ დროულად საკრებულოშიც უმნიშვნელოვანესი საკითხი განდეს. მე კი უბრალო დამლაგებელი. ჰოდა შეეჯიბრეთ ამ უბრალო დამლაგებელს ერის ქვეყნის სოფლის და ხალხის სიყვარულში. არ გაინტერესებთ რა შედეგი დადგება?”

წერს ამირან ბაქანიძე და მტკიცებულებებსაც ასაჯაროვებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share