ოზურგეთში სოფლის გამგებლები მოსახლეობას საჯაროდ აგინებენ და ემუქრებიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების მხრიდან ბოლო დროს ხშირია შემთხვევები. როცა ისინი ადგილობრივ მოსახლეობას საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან.

განსაკუთრებით ამ მიმართებით ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები და სოფლის გამგებლები გამოირჩევიან.

ამ დღეებში, ამ საქმეში. თავი.ოზურგეთის მერის წარმომადგენლის თანაშემწემ, ბახვის ტერიტორიულ ორგანოში, ანუ სოფელ მშვიდობაურის გამგებელმა სოსო გუბელიძემ “გამოიჩინა”.

ამ უკანასკნელმა. არც მეტი არც ნაკლები მშვიდობაურის მოსახლეობას საჯაროდ, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაემუქრა. რომ  ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიის დროს, ადიდებული მდინარე გულეფას მიერ, დროებითი ხიდის წაღებას აპროტესტებდა.

ხიდის წაღებამ სოფელ მშვიდობაურში მცხოვრები 50 ოჯახი გარესამ,ყაროს მოწყვიტა.

ეს დროებითი ხიდი, თორენ სოფლის ორ ნაწილს შორის დამაკავშირებული ძირითადი ხიდი 9 თვეა ჩავარდნილია და ადგილობრივები მის შეკეთებას დიდი ხანია ითხოვდნენ.

მშვიდობაურის გამგებლის “აღშფოთება” იმ გაქტმა გამოიწვია, რომ ამ ხიდთან დაკავშირებით , ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, თათია ნიკოლაშვილის მიერ გაკეთენული განცხადება, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ერთ ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გაიზიარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share