თეთრი სახლი ხვალ კონგრესს 100 მილიარდის გამოყოფისათვის მიმართავს – 60 მილიარდი უკრაინას, 40 ისრაელსა და ტაივანს

თეთრი სახლი ხვალ კონგრესს, 100 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფისათვის მიმართავს. აქედან 60 მილიარდი უკრაინას გადაეცემა, 40 მილიარდი კი ისრაელს, ტაივანს  და აქედანვე გარკვეული ნაწილი ამერიკის საზღვრების დაცვის გაძლიერებას მოხმარდება.

საფრანგეთი სამხედრო მრეწველობას კიდევ უფრო გაზრდის და დღეიდან ეს ქვეყანა წინანდელთან შედარებით, უკრაინის მომარაგებას სამჯერ გაზრდის-მაგალითისათვის-თუ საფრანგეთი დღემდე უკრაინას 155 მმ ჰაუბიცისთვის ყოველთვიურად 1000 “სნარიადს” აწვდიდა, დღეის შემდეგ მისი ყოველთვიური ოდენობა 3000 მიაღწევს

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საკუთარი უფლებების დაცვისათვის  ცნობილი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი დაიქირავა, რომელიც 2000 წლებში ხადარკოვსკის ადვოკატი იყო

გერმენიის ფედერალური მტავრობა მთელი რიგი ზომების მიღებას-საკანონმდებლო დონეზე-გეგმავს უკრაინელი ლტოლვილების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციისათვის ადგილობრივ საზოგადოებაში და შრომის ბირჟაზე-მაგალითისათვის მთავრობამ ადგილობრივ კომპანიებს მიმარტა შეამცირონ უკრაინელი ლტოლვილებისათვის გერმანული ენის ცოდნის მოთხოვნები და მეტი ფინანსები ჩადონ მათი ამ მიმართულებით მომზადებაში

რუმინეთის პრემიერ მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ, კიევში გამართული რუმინეთი უკრაინის მთავრობების ერთობლივი სხდომის შემდეგ მადლობა გამოუცხადა უკრაინულ მხარეს იმისათვის, რომ კიევმა უარი განაცხადა გამოიყენოს ტერმინი “მოლდავური ენა’=რომელსავ რუმინეთი ხელოვნურად შექმნილ ტერმინს ეძახის

აშშ მ დამატებით 20 იურიდიული და ფიზიკური პირი დაასანქცირა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და ტრანსპორტირებასთან რუსეთში

“დიდი შვიდეულის” ქვეყნების შეხვედრის დღის წესრიგში რუსეთიდან ბრილიანტების ექსპორტის აკრძალვა მოხდა, რუსულ ბრილიანტებზე სანქციები იმისათვისაა საჭირო რომ მოსკოვმა ვერ გამონახოს დამატებითი ფინანსები ომის გასახანგრძლივებლად

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share