“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “ტვ პირველის” ეთერიდან სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ “პუტინის პატიმრის”, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით პრეზიდენტი რუსულ ხელისუფლებას დაუპირისპირდება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას და იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, პრეზიდენტ ზურაბიშვილი ვალდებულია, პოლიტ პატიმრები გაათავისუფლოს.
”ქალბატონ ზურაბიშვილს სძულს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მერე რა, თუ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მან კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოს. რა სამართლიან არჩევნებზე ვსაუბრობთ, როცა პუტინის პატიმარი ციხეში არის. იგივე გრიგორიადისის გათავისუფლება მისი ვალდებულებაა. ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი საქმით ზის სააკაშვილი. ვის გვიყვარს და ვის გვძულს სააკაშვილი ამაზე აღარ არის საუბარი, აქ ქვეყნის ბედზეა საუბარი. თუ სალომე ზურაბიშვილი მართლა ებრძვის რუსულ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს” – განაცხადა ბარამიძემ.