ქალაქ ფოთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე საგზაო ფირნიშებისა და სარეკლამო ბანერების დემონტაჟი დასრულდა. რამდენიმე წუთში ფოთისკენ მიმავალი გზაგაიხსნება, თუმცა სპეციალური ტექნიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები ურეკისაკენ გადაინაცვლებენ და თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალი გადაიკეტება.
ცნობისათვის, რამდენიმე საათის წინ ფოთიდან ბიძინა ივანიშვილის ხეების შეკვეთილის რეზიდენციამდე ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი სამუშაოები დაიწყო. ყველა საგანი, იქნება ეს საგზაო ნიშანი თუ ფირნიში იჭრება და იჩეხება, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუშლოს ხეების ტრანსპორტირებას.