მადლობელი ვარ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის უმაგრესი მებრძოლი გუნდის – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის წევრებს სოციალური ქსელით მადლობას უხდის:
”ძალიან მადლობელი ვარ ოზურგეთის საკრებულოში ენმ-ის უმაგრესი მებრძოლი გუნდის.
აი, ზუსტად ასეთი ხალხის იმედით ჩამოვედი საქართველოში, მათ ვუკავშირებ ჩვენი ქვეყნის გამოხსნას და ბევრად უკეთესი მომავლის მოპოვებას.
ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაგარი მომავალი, როგორც არ უნდა ცდილობდეს ოლიგარქი საწინააღმდეგოს დამტკიცებას.” – წერს სააკაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share