საფრანგეთსა და ესპანეთში ქარიშალი კიარანი მძვინვარებს. სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სკოლების, აეროპორტებისა და მატარებლების მუშაობა შეჩერებულია.
დაღუპულთაგან ერთ-ერთია სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც საფრანგეთში ხის დაცემამ იმსხვერპლა. ასევე, ხის დაცემას შეეწირნენ ქალები მადრიდსა და ნიდერლანდებში.
ქარიშხლის გამო ესპანეთში 42 ფრენა გაუქმდა. საფანგეთში კი შემთხვევის შედეგად 1, 2 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.