“რუსეთი მტერი, ოკუპანტი და მკვლელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან
ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
”რუსულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომ გარდაიცვალა ერთი მოქალაქე და ერთიც დააკავეს – რეალურად მოკლეს და გაიტაცეს.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა. ასევე, გატაცებულია ერთი ადამიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ.
რუსეთი მტერია, ოკუპანტი და მკვლელია” – წერს ხაბეიშვილი.