“გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის!!” – ამ სიტყვებით პასუხობს პრეზიდენტის კრიტიკას “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი.
წილოსანი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან გია ვოლსკის კრიტიკას “უმსგავსობად” მოიხსენიებს. წილოსანისთვის მიუღებელია ის შეფასება, რაც დღეს სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ვოლსკის მისამართით გააკეთა.
”რომ ფიქრობ ეხლა რაღა უმსგავსობა უნდა გააკეთოს, სამწუხაროდ ჩვენივე არჩეულმა, პრეზიდენტმა.. ყოველ ჯერზე ახალ რეკორდს ხსნის..
გია ვოლსკის კაცობას რომ დაუწუნებ, საერთოდ გონზე არ უნდა იყო კაცობა რა არის !!Giorgi Volski ჩემი დიდი პატივისცემა შენ 🙏🏻” – წერს წილოსანი.
გია ვოლსკიმ დღეს თქვა, რომ პრეზიდენტი თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია და ღირსება არ ჰყოფნის, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები არ აკეთოს. პრეზიდენტმა ვოლსკის საპასუხოდ დაწერა, რომ „ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ! და ამას კაცობა რომ არ ქვია ეს კი ყველას გვესმის“.