“რამდენი ვიღაცა დალევს, მერე იქით უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი”, – ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე “TV მონიტორინგთან” საუბრობს და კირბალში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
”რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით უნდა ილოცოს, იქ უნდა გააგრძელოს ქეიფი, არ შეიძლება… რამდენი ადამიანი უნდა გყავდეს… სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს და რაც არ უნდა გადაკვეთო, იქ არ უნდა გადახვიდე. სახელმწიფო იცავს ყველაფერს, მაგრამ თვითონ მოსახლეობა, იქ არსებული მოსახლეობა არ ექვემდებარება ამ ყველაფერს”, – ამბობს რაზმაძე.