“ქალაქ ოზურგეთისნაირ, პატარა მუნიციპალური ცენტრებისათვის, მიუსაფარი ცხოველები, ნომერ პირველი პრობლემაა-ამას ადასტურებს ახლახან “NDI” მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები”
განაცხადა ,,გურიის სამოქალაქო ცენტრის’‘ წარმომადგენელმა, ნათია ვაშალომიძემ, მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაციაზე.
მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, 7 ნოემბერს, გაიმართა.
“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე და შევუმსუბუქოთ უკიდურესად მძიმე ყოფა ჩვენს მეგობარ ცხოველებს” თქვა მან.
ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგია და მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის შედეგები გააცნეს
ასევე ისაუბრეს ქრაუდფანდინგის, იგივე სახალხო დაფინანსების კამპანიის გამოცხადებაზე სტერილიზაცია-კასტრაციისთვის.
ასევე ისაუბრეს ქრაუდფანდინგის, იგივე სახალხო დაფინანსების კამპანიის გამოცხადებაზე სტერილიზაცია-კასტრაციისთვის.
,,გურიის სამოქალაქო ცენტრი” მიუსაფარი ძაღლების საკითხზე 2021 წლიდან მუშაობს. ჩატარებული კვლევების მიხედვით, გურიის რეგიონში უპატრონო ძაღლების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად სახელდება.
,,გურიის სამოქალაქო ცენტრის” მიერ მომზადებული მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია, შინაური ბინადარი ცხოველების და ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ასევე, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.
“გურიის მოამბე”, ქალბატონ ნათია ვაშალომიძეს, პრეზენტაციის დასრულებისას, გაესაუბრა:
– ნათია რა მდგმარეონაა მიუსაფარი ცხოველების მხრივ ოზურგეთში?
– სამწუხაროდ ამ ეტაპზე ჩვენ არა გვაქვს მონაცემები, თუ რა რაოდენობით მიუსაფარი ცხოველია ქალაქში, ვიცით რომ თითქმის ყველა ლოკაციაზე ამ მხრივ პრობლემაა, ამ ეტაპზე არის მხოლოდ ანტირაბიული კაბინეტისა და სურსათის სააგენტოს სტატისტიკა რაც, რა თქმა უნდა – არასაკმარისია, ამიტომ ზუსტად არ ვიცით რა მდგომარეობა ფვაქვს, თუმცა სერიოზული პრობლემა რომ არის, ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს.
– თქვენ ალბათ ფლობთ ინფორმაციას, დღეს, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის პირობებში მუნიციპალიტეტი როგორ ცდილობს, და თუ ცდილობს. ამ პრობლემის მოგვარებას?
– როგორც პრეზენტაციაზე გითხარით, მიუსაფარი ცხოველების მართვა და პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების ფარგლებში შედის. შესაბამისად, რომ არ შემეშალოს, ოზურგეთს, რაღაცა ტიპის წესები აქვს მიღებული და შემუშავებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და არ მოიცავს მთლიან კონტექსტს.
– თქვენ რას ურჩევდით?
– პირველ რიგში უფრო დეტალური უნდა გახდეს ის მონაცემები, როცა მუნიციპალიტეტი კერძო კომპანიას უკვეთავს მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციასა და კასტრაცია და მასზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს ერთის მხრივ ანტირაბიულ კაბინეტს, მუნიციპალურ სერვის ცენტრსა და ყველა მედია კლინიკას, მეორეს მხრივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. ასევე აუცილებელია არსებობდეს სრული და დახვეწილი მონაცემთა ბაზა, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველია ოზურგეთში. აუცილებელია მეპატრონეთა პასუხისმგებლობის საკითხი.
-ეს შესაძლებელია შესაბამისი კანონმდებლობის გარეშე, ადგილზე, საკრებულომ, გადაწყვეტილებებით დაარეგულიროს?
-დიახ, დიახ, სავსებით შესაძლებელია ეს წესები საკრებულოს დადგენილებით დარეგულირდეს და არ არის სავალდებულო დაველოდოთ პარლამენტში კანონის მიღებას. საკრებულოს დადგენილების საშუალებითაც შეგვიძ
ლია ამ პრობლემის მოგვარების გზაზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.