დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდამოწყობითი სამუშაოები ამ დღეებში დასრულდა და დღეს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მას ოფიციალურად გახსნის
ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.
“საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა – იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს” ნათქვამია უწყების მიერ ვგავრცელებულ ინფორმაციაში.
ლაითურის პენიტენციური დაწესებულება დღეს გაიხსნება, სადაც დასაქმდება 500-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც.