თურქეთის პარლამენტში დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც თურქეთი ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობას განაცხადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც ტანკებთან ერთად საიმჟინრო და საავტომობილო ტექნიკაა
10 ლეოპარდი – ტანკი
14 ავტომობილი
5 მუხლუხა გადამზიდი
14 მიწისზედა მოთვალთვალე რადარი
სამი სპეცმანქანა საზღვრის დაცვისათვის
4 ნახევრადმისაბმელი ბუქსირი
30 სატვირთო ავყომობილი
მილიონნახევარი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისათვის
დამატებით უკრაინაში მოქმედი გერმანული სამხედრო კონცერნი რაინმეტალი უკრაინისათვის მომდევნო წელს 25 ლეოპარდს დაამზადებს
სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანმა უარი განაცხადა მონაწილეობა მიიღოს დსთ ეგიდით კოლექტიური უსაფრთხოების სამმიტში მონაწილეობაზე
ეს სომხეთის პრეზიდენტის მხრიდან პირველი დემარში არაა და საქმე იქეთკენ მიდის რომ ეს ქვეყანა დსთ ს მალე დატოვებს და დიდი ალბათობით-თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა ჩვენ შეგვასწროს ევროკავშირში
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონსონმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან ტრამპის კანდიდატურის წამოყენებას დაუჭირა მხარი
ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას აწარმოოს თუ არა სამსვიდობო მოლაპარაკებები, მოკავშირეები კი მის გადაწყვეტილებას დაუჭერენ მხარს
“ბი ბი სი”ს ცნობით პაკისტანმა უკრაინას საიდუმლოდ მიაწოდა ნახევარი მილიარდის ღირებულების საარტილერიო ბომბები
ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული მიზნებისათვის 110 მილიონი ევრო გადასცა
ერთ ერთი პოპულარული გერმანელი ჟურნალისტი ზაიპელი მოსკოვისაგან ფარულად ნახევარი მილიონი ევროს მიღებაში ამხილეს
ფინეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი რუსეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე-ფინეთის ხელისუფლების განცხადებით რუსეთი ლტოლვილების გადინების კუთხით გამიზნულად მოქმედებს
ფრონტზე სერიოზული ცვლილებები არ არის-უკრაინელი მებრძოლები ავდეევკასთან აგრძელებენ რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურებას-ხოლო დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ტოკმაკის მიმართულებით შეტევებს
ინდოეთში გრძელდება “ორს პლიუს ორის” ფორმატში შეხვედრები და საფუძველი ეყრება ახალ ალიანსს შორეულ აღმოსავლეთში – ამერიკის, იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის კავშირის სახით