საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
IRI-ის კვლევით, კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39% ამბობს, რომ – ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 7%-მა არ იცის, ან უარი განაცხადა პასუხზე.