დღეს ოზურგეთში სოფელ გურიანთაში 31 წლის შემდეგ ჩამოასვენებენ აფხაზეთში დაღუპულ თამაზ მალაზონიას.
დაკრძლავენ შაბათს 18 ნოემბერს.
1992 წლის 2 ოქტომბერს ლესელიძეში ვეტმფრენებით ჩაგვსხენ 21 ბრიგადის 3 ბატალიონის მებრძოლეები.3 ოქტომბერს ერთი ოცეული გაამწესეს განთიადის დასახლებაში გრებეშოკის თავზე სადაც ჩვენი იქ მყოფი სამხედრო ძალები იცავდა პერიმეტრს.
ამ ოცეულის შემადგენლობაში იყო თამაზ მალაზონია. ჩვენი ოცეული კი საღამოს ჩრდილოეთის მიმართულებით მთაში აკონტროლებდა რომ არ მომხდარიყო რუსეთის მხრიდან გადამთიელების შემოდინება.
დილით 4 ოქტომბერს გაზიკის ტიპის ავტობუსით ვიღაც ოფიცერი მოვიდა და ჩვენს ბატალიონის მეთაურს დიმა მეფარიშვილს ქაღალდი გადასცა.მოგვიბრუნდა და გვითხრა სასწრაფოდ ავტობუსშიო განთიადს უტევენო. მტერს გზებზე დივერსიული ჯგუფები ყავდა დამხმარე ძალები, რომ არ გაეტარებინათ ფრონტის ხაზზე. გზად წავაწყდით გადაცხრილულ ავტობუსს, რომლითაც პოლიციის აკადემიის კურსანტები გადაადგილდებოდნენ.ჩასაფრება მოუწყვეს აგრეთვე ფრონტის სარდალს გია ყარყარაშვილს, რომელიც სასწაულად გადარჩა. ჩვენ გრებეშოკთან, რომ მივედით უკვე ახლო ბრძოლები მიმიდინარეობდა.იმდენად ახლოს,რომ ავიაცია ვერ გვეხმარებოდა.ერთი ჩვენი ვეტრმფრენი ზღვაში ჩამოაგდეს.ამ ბრძოლაში განთიადის თავზე დაიღუპა თამაზ მალაზონია, რომელიც მაშინ 27 წლის იყო. ცოტა ზემოთ გია ყარყარაშვილის ძმა გოჩა ყარყარაშვილი. დიდება სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს
იგონებს მალაზონიას დაღუპვას მისი ტანამებრძოლი ელგუჯა ჩხაიძე