” ღარიბაშვილის შეთავაზება ალიევს – მორიგი რუსული ხაფანგი?”

“ღარიბაშვილმა სტუმრად მყოფ პრეზიდენტ ალიევს თბილისი სომხეთ – აზერბაიჯანს დიალოგის პლათფორმად შესთავაზა, ბოლოს კი სადღეგრძელოს ტონალობაში დაამატა – ჩვენ სამმა ქვეყანამ სამხრეთ კავკასიის საქმე ჩვენით უნდა გადავწყვიტოთო. პრეზიდენტმა ალიევმა ტაქტიანად მიიღო წინადადება, თან დაამატა თუ სომხეთი თანახმა იქნებაო. თითქოს არაფერია ამაში ცუდი. ომგადახდილ მეზობლებს შეხვედრა შესთავაზო, მსოფლიოს ამცნო კავკასიის ხმა -ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო – ცოტა წაიყეყეჩო. აღმოჩნდა, რომ საქმე მძიმედაა. სომხეთის პრემიერმა ფაშინიანმა მიანიშნა რომ ევროკავშირის მედიაციით უკვე შეჯერებულია ჩარჩო პრინციოები და ბრუსელშიც შეხვედრა ჩანიშნულია. აზერბაიჯანის მხრიდან თბილისის შეთავაზება, სომხურმა მხარემ ამ ჩარჩო პრინციპების ანულირებად მიიღო. ეს კი მომავალი ომის ნიშნად მიიჩნიეს.
შეგვიძლია ვიმარჩიელოთ, ღარიბაშვილის სიტყვები მართლა სადღეგრძელო იყო თუ რუსული ხაფანგი. ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში, ყველა მიმართულებით კატასტროფას სჩადიან ქოცები” წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა გეისბუკის საკუთარ გვერდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share