ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რადიო მაუწყებლებს მილიონ-ნახევრამდე დავალეიანებას ჩამოაწერენ. თურნავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე დღეს, 28 ივნისს დამტკიცდა.
“რამდენიმე ხნის წინ ჩვენ და ასევე, მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე კომპანიამ, რადიოკომპანიებმა, ვინც მოითხოვეს ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნეს კორონავირუსის პანდემიით და ჩვენ მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც ძირითადი შემოსავალი რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და შემოსავლები მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება ამ რადიო მაუწყებელი კომპანიების მიმართ”, — განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, დავალინება ჯამში 24 რადიოს ჩამოეწერება.
https://on.ge/