სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილზე-ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა

ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას | ზურაბიშვილი

 

“ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა – სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო.

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Le Monde-თან ინტერვიუში კითხვაზე პასუხად – არის ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ?

მისი [ბიძინა ივანიშვილის] გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

კითხვაზე, არის თუ არა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და მის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა.

„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა – სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის „წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

მუქარა მუდმივად არის – შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა.

ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია.

„მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, მაგრამ არასდროს წასულა კიევში.

კითხვაზე, რატომ არ გააკეთა ეს, პრეზიდენტი განმარტავს, რომ გადაწყვიტა, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩაეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც ევროინტეგრაციას პირდაპირ არ უკავშირდება.

„რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა – პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება]“,- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კითხვას იმის შესახებ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარუმატებლად დასრულდა და ახლა რა უშლის ხელს კიევში წასვლისთვის, პრეზიდენტი მოკლედ პასუხობს: „ვნახავთ“. ამავე სიტყვით პასუხობს ჩაკითხვას, „გამორიცხული არაა?“.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ წავიდა კიევში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ „ეს [იმპიჩმენტი] დიდი ხანია მზადდებოდა“.

„მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share