“ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო”-ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსების  აქციებზე მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი,რომლებიც გამოაცხადებენ რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ ჭირდებათ იმართებიან მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა,რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს,სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ.სულიც ამოხდომიათ.თუ ვერ გაიგეს,რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არა ქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო”.-წერს ნათელაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share