„მეეჭვება, რომ ამ ინიცირებას მიიღებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების მცდელობას, ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ – ეს განცხადება „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის ორგანიზაციის საბჭოს წევრმა, შშმ ქალთა ქსელის წარმომადგენელმა ნინო ქათამაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.
„ლელოს“ ინიციატივაზე – საქართველოს დაცვის აქტზე – საუბრისას, ნინო ქათამაძემ განმარტა ის გარემოებები, რის გამოც პარტიამ ეს წინადადება პარლამენტში დააინიცირა.
ვხედავთ, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქეა საქართველოში შემოსული, როგორც უნდა ისე დადიან, აქვთ დიდი უფლებები, მგონი ქართველებზე მეტი უფლებები აქვთ და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა ეს 9-პუნქტიანი გეგმა. მე ძალიან მეეჭვება, რომ ამ ინიცირებას მიიღებენ, ბუნებრივია, ქართული ოცნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ საზოგადოების მცდელობას, ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უდიდესი როლი აქვს. ამიტომ უიმედობა, რომ არ მიიღებენ, არ განხორციელდება, შეუძლებელია,“ – ამბობს ნინო ქათამაძე.