სტოლტენბერგი მოკავშირეებს – იარაღი იარაღი და მეტი იარაღი უკრაინას

ბრიუსელში უკრაინა ნატოს სამმიტი მიმდინარეობს, სადაც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეტგმა მოუწოდა მოკავშირეებს რაც შეიძლება მეტი იარაღი მიაწოდონ უკრაინას

ამას ბრიტანული “გარდიანი” იუწყება

გავრცელებული ინფორმაციებით, მოკავშირეები, ზამთრის დადგომასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უკრაინის ინფრასტრუქტურის, თავისთავად ენერგომატარებლების დაცვას მიაქცევენ და მნიშვნელოვანი შეიარაღება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მომარაგებასა და გაძლიერებაზე წავა

ამერიკამ საიწყო მოლაპარაკებები საბერძნეთთან უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების შეძენასთან დაკავშირებით, პირველ ეტაპზე ამერიკელები 75 ათას ჭურვს შეიძენენ, რაშიც ბერძნული მხარე 47 მილიონ დოლარს ითხოვს

ევროკავშირმა დამატებით 200 მილიონი ევრო გამოყო უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნებისა და მომზადების პროგრამის გასაგრძელებლად

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა, განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას

ევროპარლამენტმა მოიწონა ევროკომისიის გადაწყვეტილება უკრაინისა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე

პოლონეთში, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციის, “სამოქალაქო პლატფორმა”, ლიდერმა დონალდ ტუსკიმ, პოლონეთის მთავრობა დაადანაშაულა იმაში რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინა პოლონეთის საზღვარზე მძღოლების მიერ დაწყებული ბლოკადის  გამო შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად

ამასობაში პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ პრემიერ მორავეცკის მიერ ახალ ჩამოყალიბებულ მთავრობას მისცა საქმიანობის უფლება, თუმცა მას პოლონეთში ორკვირიან მთავრობას ეძახიან, რადგან ნდობის მანდატი მას ქვეყნის სეიმმა უნდა მიანიჭოს, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კი ოპოზიციამ გაიმარჯვა ტუსკის ხელმძრვანელობით და მიუხედავა იმისა რომ მორავეცკის მთავრობაში პოსტი მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა შეინარჩუნა და ძირითადად მინისტრები ქალბატონები არიან, ვარაუდობენ რომ 11 დეკემბრის შემდეგ, მთავრობას ტუსკი ჩამოაყალიბებს და ახალი პრემიერიც ის გახდება, რადგან სეიმში უმრავლესობას ფლობს

ფინეთის მთავრობა ხვალიდან, ორი კვირით, რუსეთთან სახმელეთო საზღვრებს ჩაკეტავს-გადაადგილების უფლება მხოლოდ საერთაშორისო მარშრუტის მქონე გადამზიდავებს მიეცემათ

ამერიკულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, “მორნინგ კონსულტმა” ამერიკაში ჩატარებული კვლევების მორიგი შედეგები გამოაქვეყნა – დღეს რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ამერიკელების 43% ხმას ბაიდენს მისცემდა 42% ტრამპს, დანარჩენი 11% კი მესამე პარტიას, ვინმე რომ წარმოადგენდეს იმ შემთხვევაში

რესპუბლიკური პარტიის მთავარმა დამფინანსებელმა “კოხის” სამრეწველო ჯგუფმა, განაცხადა, რომ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში და თავისთავად შიდა პრაიმერში პროუკრაინელ ჰეილის დაუჭერენ და მას დააფინანსებენ-ამით პარტიას შიდაპრაიმერში, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მთავარი დამფინანსებელი გამოაკლდა

იმ რუსი ფინანსური ტოპ მენეჯერების მოულოდნელად გარდაცვალების რაოდენობამ-რომლებიც ასე გახშირდა რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ-უკვე 40 ს გადააჭარბა

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ გავლენიანი ადამიანების უცნაური გაუჩინარება კიდევ იმით იქცევს ყურადღებას, რომ სანქციების გამო, მათი ძლიერი დარტყმის ქვეშ მქონე ბიზნესისი მენეჯერები, უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს არ ეთანხმებოდნენ

ოდიოზური არესტოვიჩი აკეთებს განცხადებას რომ დასავლეთმა უკრაინა მიატოვა-ექსპერტების აზრით, ფართო აუდიტორიის მქონე არესტოვიჩს, უკვე დღეისათვის, უკრაინისათვის მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს

ფრონტი-ტოკმაკის მიდამოებში-ზაპოროჟიეს ოლქი-უკრაინელებმა, ჰაიმარსებით რუსი მობილიზებულების დიდი რაოდენობა გაანადგურეს

ავდეევკას მიმართულებით-დონეცკის ოქლი-რუსები აგრძელებენ შეტევებს, მაგრამ წინსვლის გარეშე – დიდი დანაკარგებით

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე კი-ხერსონის ოლქი-უკრაინელებმა ცოტათი, მაგრამ მაინც გააფართოვეს პლაცდარმები

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share