1 – 2 დეკემბერს, ქ. ბათუმში მკლამჭიდში აჭარის ღია პირველობა გაიმართა.
ასპარეზობაზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთისნებასთან არსებული მკლავჭიდის სექციის სპორტსმენები.
ჩვენმა ბიჭებმა შეჯიბრიდან ვერცხლი და ბრინჯაო წამოიღეს.
მძიმე წონაში ვიცეჩემპიონი ვახტანგ მგელაძე გახდა. ასევე მძიმე წონაში ბრინჯაო აიღო დავით როყვამ. ხოლო 65 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილს დაეუფლა ლუკა სალუქვაძე.
აქვე უნდა ავღნუშნოთ, რომ ტურნურზე დებიუტანტები გვყავდა, რიმელიც ამ ეტაპზე საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ, თუმცა შეჯიბრზე კარგად იასპარეზეს და შედეგები დადეს : აკაკი ხაბულიანმა, ნიკოლოზ მჟავიამ და ბაგრატი შარაშიძემ.
ოზურგეთის გუნდი ასპატეზობისთვის მოამზადა : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე