“ქვეყანა გურიანა”

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 720-714 წლით დათარიღებული ასურული წყაროების მიხედვით „კიმერიელების ქვეყანას“ გამირს (ბერძნ. Κimmerioi, აქად. Gamir(a)ᾱia, Gamiraia, ძვ. ებრ. gmr) და ურარტუს შორის იყო „ქვეყანა გურიანა“.
.
ასურეთის მეფეს სარგონ II-ს შემდეგ ინფორმაციას აწვდის მისი ტატხტის მემკვიდრე და მზვერავების უფროსი სინახერიბი – უკიელებმა მომწერეს „ურარტუს მეფე როგორც კი წავიდა გამირში, მისი ჯარი მთლიანად განადგურებული იქნა“. მეორე წერილში კი სარგონ II-ს აწვდიან ცნობას იმის შესახებ, რომ ურარტუსა და ქვეყანა გამირს შორის მდებარეობს „ქვეყანა გურიანა“. აქედან გამომდინარე ისტორიკოსების აზრით გურიანა მდებარეობდა საქართველოს ცენტრალურ ნაწილში.
.
მასალა, რომელშიც გურიანა გახლავთ ნახსენები მიჩნეულია ჩვენამდე მოღწეულ უძველეს დიპლომატიური დაზვერვის ნიმუშად. რაც თავის მხრივ მასში მითითებული ინფორმაციის სანდოობაზეც მიუთითებს, რითაც დიდად არ გამოირჩევა ძველ ისტორიკოსთა ნაშრომები.
.
– Мочалов Михаил – Древняя Ассирия
– Кавказ и степной мир в древности и средние века
– სარგონ II ბარელიეფი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share