სერბეთი რუსეთისაგან ენერგოდამოკიდებულობის შემცირებას იწყებს

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიხენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ვაშინგტონს, ხვალ, ბაიდენის პირდაპირი მიწვევით ესტუმრება:

“ეს ფაქტი მოწმობს ამერიკის ურყევ პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, მაშინ როცა რუსეთი აძლიერებს ამ ქვეყანაზე ზეწოლას” ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

მხარეები განიხილავენ იმ კონკრეტულ საკითხებს, რაც ამ წუთებში მხარდაჭერას მოითხოვს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისათვის ამ კრიტიკულ მომენტში – წერს თეთრი სახლი

პარალელურად ზელენსკი შეხვდება წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ ჯონსონს და შეხვედრებს გამართავს სენატში

ექსპერტები ამბობენ, რომ სანამ ამერიკის საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალია უკრაინის მხარდაჭერის მაჩვენებელი, ზელენსკის ვიზიტით, ბაიდენი ეცდება წნეხში მოაქციოს რესპუბლიკელები-როგორ შეიძლება უარი უთხრა დახმარებაზე ქვეყანას, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლაში სისხლიდან იცლება, ამ დრო კი ის დასავლეთისა და ამერიკის მოკავშირეა

ზელენსკის ვიზიტით და მისი მედიით გაშუქებისას დემოკრატები გაარღვევენ რესპუბლიკელების წინაღობას უკრაინის დახმარების დაბლოკვის საკითხში

პარალელურად კონგრესში გაგრძელდება დიალოგი და სწრაფვა კომპრომისისაკენ

ექსპერტები აღნიშნავენ რომ ვინაიდან რესპუბლიკელების მოთხოვნა, საზღვრის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არარეალურია, აქედან გამომდინარე ის უფრო შანტაჟის სახეს იღებს და არა მცდელობისა პრობლემის რეალურად მოგვარებაზე

ამერიკის ელჩმა ნატოში, სმიტმა გვაცნობა რომ ევროპულმა ქვეყნებმა, ბოლო პერიოდში შეძლეს სამხედრო წარმოების მკვეთრი გაზრდა

ქალბატონმა სმიტმა დასძინა, რომ ევროპული ქვეყნები გადავიდნენ რა იარაღის ფართომასშტაბიან წარმოებაზე ბევრი მათგანის საქმიანობაში შემოქმედებითი და ნოვატორული იდეები შეინიშნება

“შემცირებული რეზერვების შევსებით მივაწვდით უკრაინას იმას რაც მას ამ მომენტისათვის ესაჭიროება” ბრძანა სმიტმა

სერბეთმა გადაწყვიტა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ენერგოუსაფრთხოების საკითხებში რუსეთის გავლენია შემცირების მიზნით

უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს მიეცა წვდომა თანამდებობის პირების ოფიციალური დეკლარაციების რეესტრზე

შავი ზღვა

ექსპერტები უკვე ალაპარაკდნენ, რომ ერთ ერთი ძირითადი მიზეზი რის გამოც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ვეღარასოდეს აღსრულდება და ის საბოლოოდ ჩავარდა

ეს მიზეზი  უკრაინის შავი ზღვიდან განდევნა და ამ ქვეყნისათვის შავი ზღვის დერჟავის სტატუსის ჩამორთმევა იყო, რუსებმა ეს მისია ვერ შეასრულეს და პირიქით მასთან ახლოსაც ვერ მივიდნენ რადგან ოდესის აღების მიზერული შანსებიც არა აქვთ და ახლა უკვე როცა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ შექმნა კოალიცია უკრაინის შავი ზღვის ეკვატორიის დაცვაზე, ცხადია რომ დასავლეთი საქმის კურსშია რუსეთის მიზნებთან და არ დაუშვებენ მას

რუსებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროდან 15 კმ-ის სიღრმეში მოსახლეობას მოუწოდეს დატოვონ ტერიტორია და სიღრმეში გადავიდნენ 14 დეკემბრამდე

უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობა ევროპულ ქვეყნებში იზრდება-განსაკუთრებით ეს ჩეხეთს, გერმანიასა და ნიდერლანდებს ეხება-ერთადერთი ქვეყანა სადაც ლკტოლვილთა რაოდენობა შემცირდა -დანიაა

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share