ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ხელი მოაწერა უკრაინისათვის 21 ე სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას საერთო ღირებულებით 106 მილიონი ევრო
ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით 2024 წლის განმავლობაში ქვეყანა უკრაინას 2 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს აქედან 102 მილიონი ევრო ჰუმანიტარული მიზნებისათვის უკრაინას დღეს გამოეყო
კანადური ჯავშანმანქანების მწარმოებელი ქარხანა „როშელი“ ამ დღეებში უკრაინის სამხედროებს „სენატორის“ მარკის 1000 ჯავშანმანქანას გადასცემს
ესტონეთი 9 ქვეყანასთან ერთად განაგრძობს უკრაინის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნვას
ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მუშაობს რომ უკრაინას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივები გადაეცეს
ამ ეტაპზე საუბარია რუსულ გაყინულ 300 მილიარდ ევროზე-მოკავშირეებს მისი უკრაინისათვის გადაცემამდე ერთ საკითხზე დარჩათ შეთანხმება მისაღწევი-ამ 300 მილიარდის გამოყენების უფლება უკრაინას მიეცემა თუ არა სამხედრო მიზნებისათვის, თუ ის მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიოტაციას უნდა მოხმარდეს
უკრაინულ კოალიციას კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა უერთდება – განცხადებები ამის შესახებ ანგოლამ გააკეთა
დონალდ ტრამპის მეგობარმა, ნიუ იორკის მერმა რუდი ჯულიანიმ თავი ბანკროტად გამოაცხადა
ამერიკაში კი ახალი სკანდალია და ის კვლავ ექს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკავშირდება
‘დეტროიტ ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია და აუდიო ჩანაწერები რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობისას აიძულებდა რესპუბლიკური პარტიის ორ წარმომადგენელს აიოვადან და მიჩიგანიდან, ხელი შეეშალათ საპრეზიდენტო არჩევნების ცნობისათვის და პრობლემების შემთხვევაში ის მათ იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფდა
აუდიოჩანაწერის მიხედვით ტრამპმა მონიკა პალმერსა და უილიამ ჰარტმანს უთხრა რომ არჩევნების ცნობა მათი მხრიდან საშინელება იქნებოდა, ამ საუბარში რესპუბლიკელთა ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელი რონა მექს დანიელიც მონაწილეობდა
დიდი ალბათობით ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ტრამპის წინააღმდეგ საქმეები აიოვასა და მიჩიგანშიც აღიძრება
ისტორიული გადაწყვეტილება – კიდევ ერთი კოალიცია უკრაინისათვის იაპონია და სამხრეთ კორეა
იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მოხსნას აკრძალვა ქვეყნიდან შეიარაღების ექსპორტზე-მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას. აკრძალული ქონდა. შეიარაღების ექსპორტირება სათადარიგო ნაწილებისა და სხვადასხვა მცირე კომპონენტების გარდა
ამ გადაწყვეტილებით ამერიკა იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ამ ეტაპზე შეიძენს ნახევარ მილიონზე მეტ საარტილერიო ჭურვს და უკრაინას საკუთარი რეზერვებიდან შეიარაღებას გადასცემს
თავის მხრივ ამერიკას აღარ შეექმნება რეზერვების პრობლემა რასაც იმედოვნებდა პუტინი
დნეპრის მარცხენა სანაპირო რუსებისათვის ახალი ავდეევკა გახდა-ოკუპანტები ცდილობენ რა სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად განდევნონ უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროდან აწარმოებენ არაორგანიზებულ შეტევებს, რაც ოკუპანტებს ათასობით ლიკვიდირებული ჯარისკაცი უჯდებათ და შედეგი საპირისპიროა – უკრაინა კიდევ უფრო აძლიერებს პლაცდარმებს
რაც შეეხება ავდეევკას – რუსთა ორთვიანი განუწყვეტელი შეტევების შედეგად, რუსებმა მხოლოდ ორი კილომეტრით წაიწიეს წინ, რაც ამ მონაკვეთისათვის არაფერს ნიშნავს-სანაცვლოდ უკვე 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 500 ზე მეტი სამხედრო ტექნიკა დაკარგეს-ეს ავდეევკასთან
და მთავარი – რუსული სირცხვილის დღე-უკრაინულმა ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვამ ხაფანგში შეიტყუა და სულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოდი სამი რუსული ზებგერითი მოიერიშე რაკეტამზიდი ბომბდამშენი სუ 34 გაანეიტრალა