თალაკვაძე გრიგორიადისზე: დანაშაული ჩაიდინა, თანამოქალაქეების დაწვა ვერ იქნება ჰუმანიზმი

”გაუმართლებელი, მიუღებელი და უსამართლოა, როდესაც თქვენ [ოპოზიცია] ცდილობთ ის ადამიანი გაამართლოთ და ის ქცევა გაამართლოთ, როდესაც შენს თანამოქალაქეს მზად ხარ ცეცხლი მოუკიდო და ეს გამოხატვის თავისუფლებაში და დემოკრატიაში გადათარგმნო.

მან [ლაზარე გრიგორიადისმა] დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. მე არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას განიხილავს, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, თანამოქალაქეების დაწვა და მათთვის ცეცლის მოკიდებს ვერ იქნება თავისუფლება და ჰუმანიზმი.”

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share