უკრაინის პრეზიდენტი არ ურჩევს დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ექსპერიმენტი ჩაატარონ უკრაინისთვის დახმარების გაჭიანურებაში – განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
პრეზიდენტს ჰკითხეს, რა მოხდება, თუ უკრაინა არ მიიღებს დაფინანსებას ამერიკის შეერთებული შტატებისგან და შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთთან ბრძოლა ამ დახმარების გარეშე.
“სიმართლე რომ გითხრათ, არ ვურჩევდი ექსპერიმენტებს არავის. იმიტომ, რომ ეს არის საშინელი ექსპერიმენტი – დაგვიანება ამა თუ იმ დახმარების. პრობლემა ის არის, რომ ზოგჯერ დახმარებასაც კი ვუწოდებთ. რადგან, სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოება.
დიახ, მათი უმეტესობა უკრაინელი ხალხია, მაგრამ ეს არის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება და ეს აუცილებლად იმოქმედებს ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზლენსკი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება, პირველ რიგში, ევროპის სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ამ დახმარების გარეშე მათ შეექმნებათ არტილერიის დეფიციტი, საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტი და ვერ შეძლებენ სარაკეტო თავდასხმების მოგერიებას. ამას კი დიდი მსხვერპლი მოჰყვება.
“ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომელიც ძალიან ძვირია, წელს არ გვაქვს ელექტროენერგიის გამორთვა. და ჩვენს ხალხს აქვს სითბო და წყალი საავადმყოფოებში, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ამიტომ, რა იქნება? იქნება დიდი კრიზისი. ახლა არის ომი და იქნება დიდი კრიზისი მთელი ევროპისთვის. რატომ? იმიტომ, რომ შეერთებული შტატების დახმარების გარეშე, ევროკავშირის დახმარების გარეშე, უკრაინა იბრძოლებს, მაგრამ უფრო სუსტი იქნება და იქნება შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაგვიპყროს. როგორც კი ჩვენ დაგვიპყრობენ, დამიჯერეთ, იქნება რუსეთის ომი ნატოსთან” თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ პუტინს ამის დიდი სურვილი აქვს.