„ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პირველი მევახშე – მევახშეების მეფე, მთავარი მევახშე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი საკუთარ მოსახლეობას, მთელ მის ერს,“ – ამ განცხადებას ირაკლი კაკაბაძე აკეთებს, რომელიც „რეაქციას“ საავადმყოფოდან ჩაერთო.
ირაკლი კაკაბაძე საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც საქალაქო სასამართლოში გადაყვანის დროს ის შეუძლოდ გახდა. კაკაბაძე კეკელიძის ქუჩაზე დააკავეს.
”დღეს პრაქტიკულად აშკარა გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ქვეყნის პირველი მევახშე – მევახშეების მეფე, მთავარი მევახშე, გამოუცხადა სამოქალაქო ომი საკუთარ მოსახლეობას, მთელ მის ერს.
მინდა მივმართო პოლიციელებს, რომლებიც შეიძლება ზუსტად ისეთივე დღეში აღმოჩნდნენ, რომელშიც დღეს მარინა ხატიაშვილის ოჯახი აღმოჩნდა – ეს არის უდიდესი ტრაგედია და ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ არ უნდა აღმართოს ხელი, არ უნდა დაემორჩილოს კანონს, რომელიც უსამართლოა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი აღარ იყოს, უმწვავესი აქციები დაიწყება და მათ შორის იქნება შიმშილობა, მწვავე ფორმის შიმშილობები და ამ ომს აუცილებლად მოვუგებთ ბიძინა მევახშეს და ბოლოს და ბოლოს, საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, რომ მარინა ხატიაშვილს კი არ გაასახლებენ, ხვალ და ზეგ რომ ასახლებენ, იმათ კი არ გაასახლებენ, არამედ ბიძინა ივანიშვილს გაასახლებენ,“ – ამბობს კაკაბაძე.