სალომე ზურაბიშვილი გაასწორეს მიწასთან და მიშას როგორ მოექცევიან? – მაჩალიკაშვილი

„დადგა დღის წესრიგში, რომ უკრაინულ მთავრობას მივმართოთ, გამოიძიოს საქმე, მათი მოქალაქეა და უნდა დაიხსნას ტყვეობიდან,“ – ამ განცხადებას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.

მაჩალიკაშვილი უერთდება უკრაინის პრეზიდენტისთვის, რადასა და უკრაინის ომბუდსმენის მიმართ გასაგზავნ წერილს, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ უკრაინაში დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე და დადგინდეს ყველა ის პირი, ვინც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

”ვის სჯერა, ვის არა, იძახიან რომ სიმულირებს, ვხედავთ, რომ ტელეფონის უფლებაც არ აქვს, როცა სხვა ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება, რომ უკავშირდებოდეს ოჯახს თუ მხარდამჭერს, აქაც იტყვის ოცნება, რომ ჩვენ ის საავადმყოფოში გვყავს, ციხეში არა.
დადგა დღის წესრიგში, რომ უკრაინულ მთავრობას, გამოიძიოს საქმე, მათი მოქალაქეა და უნდა დაიხსნას ტყვეობიდან.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაასწორეს მიწასთან, თავის პრეზიდენტს ექცევიან, როგორც ვხედავთ და მიშას როგორ მოექცევიან?
ბოლოს და ბოლოს, ომის დაწყება დააბრალეს – ამიტომ არ უნდა იყოს ის ციხეში. ჩემი ყურით მოვისმინე პუტინის განცხადება – ვინც რა უნდა თქვას, ამ ორ სიტყვაში ჩანს, რატომ ზის სააკაშვილი ციხეში – მეორე, მესამე სააკაშვილი რეგიონებში ვერ იქნება, ნიშნავს, რომ სააკაშვილი იყო პუტინი მტერი, პუტინი არის სააკაშვილის მტერი, ნიშნავდა, რომ ივანიშვილის ხელშეწყობით დავიჭერ, მიხეილ სააკაშვილს ჩავსვამ ციხეში, რასაც ვხედავთ ამის ნაწილია,“ – ამბობს მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share