ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებს :
„ადამიანების გამოყვანა სახლებიდან და უსახლკაროდ დაყრა ღია ცის ქვეშ არის ანტიჰუმანური მოქმედება, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. მას არავითარი მორალური გამართლება არა აქვს”, – ამბობს მზექალა შანიძე
ამ კორპუსში 1963-1987 წლებში აკადემიკოსი აკაკი შანიძე ცხოვრობდა.
დღეს, კეკელიძის პირველ ნომერში აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.