“მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადების დაწყებას”, – ამის შესახებ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მადლობას უხდის.
“მივესალმები უკრაინის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის არსებითი მზადების დაწყებას. ბრიუსელში ოფიციალურად დაიწყო სკრინინგის პროცესი, რომელიც საფუძველს უყრის მოლაპარაკებებს. ეს არის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლეიენთან, მიღწეული შეთანხმების შედეგი დავოსში. გმადლობ, ურსულა. ჩვენ წინ გვაქვს უკრაინის კანონმდებლობის EU-ის ნორმებთან შესაბამისობის შეფასების საფუძვლიანი მუშაობა, უკრაინის დელეგაციის ფორმირება და ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია. ველოდები უკრაინის სამთავრობო გუნდის სრულ ჩართულობას და პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას, რომელიც უკვე ამ გაზაფხულზე გაიმართება.” – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ ევროკომისია კანდიდატი ქვეყნის დეტალურ შეფასებას ახდენს, რაც ე.წ. „Screening-ის“ სახელითაა ცნობილი…. კომისია შეისწავლის პოლიტიკის თითოეულ სფეროს, რათა განსაზღვროს, რამდენად მზადაა სახელმწიფო წევრობისათვის, რის შედეგადაც ევროკავშირის წევრებს წარუდგენს ანგარიშს [Screening Report].