დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის სოფელ ნიუ-იორკში, 15 იანვარს მომხდარი დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელთაგან სამი ერთი ოჯახის წევრია.
დაღუპულები არიან 85 და 86 წლის ცოლ-ქმარი და მათი 54 წლის შვილი. ასევე 69 და 72 წლის მეზობლები.
15 იანვარს რუსებმა ორი კონტროლირებადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს სამსართულიან შენობაზე. სამი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი კვირა მიმდინარეობდა.