“20 დღე მარიუპოლში” ოსკარის ნომინანტია – დოკუმენტურ ფილმად ქცეული რუსეთის არმიის სამხედრო დანაშაულები

“20 დღე მარიუპოლში“ – ამბავი იმაზე თუ როგორ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში “ოსკარზეა” წარდგენილი,  ნომინაციით  “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი”. ამავე კატეგორიაში ოსკარისთვის კიდევ 5 ფილმი იბრძვის.

“20 დღე მარიუპოლში” Associated Press-ის ჟურნალისტების გუნდმა გადაიღო; ეს ის პერიოდია როდესაც ოკუპანტების ჯარმა გმირი ქალაქი და მისი გმირი დამცველები ალყაში მოაქცია. გადამღები ჯგუფი მარიუპოლზე მასირებულ შეტევას 20 დღის განმავლობაში იღებდა. როდესაც ქალაქის ნაწილი პუტინის ჯარმა დაიკავა, ფილმზე მომუშავე  ჯგუფი იძულებული გახდა ბრძოლის ველი დაეტოვებინა. იყო ისტორიული კადრების განადგურების საფრთხეც, თუმცა Associated Press-ის ჟურნალისტებმა მასალის გამოტანა მოახერხეს და ახლა ამერიკულმა აკადემიამ უნდა გადაწყვიტოს, აიღებს  თუ არა ფილმი ოსკარს.

ოსკარის 2024-ის დაჯილდოების ცერემონია, 10 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share