“მთავარი არხის” ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი არჩილ თალაკვაძე, კულტურის კი ბექა დავითულიანი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა, რომლის თქამითაც, “ოცნებაში” ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენივე ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მთავრობაში წულუკიანი კულტურის სამინისტროდან ისევ იუსტიციაში გადაინაცვლებს, შესაბამიად, თანამდებობას დატოვებს რატი ბრეგაძე. ასევე,
კობახიძის ფორმაციის მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ სამხარაძე დაინიშნება. სად წავლენ მოქმედი ილია დარჩიაშვილი და ჯუანშერ ბურჭულაძე ჯერ უცნობია. თუმცა იქნება სხვა ცვლილებებიც, მათ შორის კაბინეტს დატოვებს მოქმედი ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი. ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს სუსის უფროსმაც.
კობახიძეს პრემიერის პოსტზე ოფიციალურად 1-ელ თებერვალს, ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს და საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირიანი ვადა ექნება ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად.
ამ დროისათვის კი ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს. ღარიბაშვილის გუშინდელი გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება შეუწყდა.