“ივანიშვილმა იცის, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვს და ცდილობს, ამ პოლიტიკური თამაშებით თავი გადაირჩინოს – ნადირაძე

მოახერხებს თუ არა “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებას – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ირაკლი ნადირაძე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ქართველი ოლიგარქი სხვადასხვა პოლიტიკური თამაშით ხელმძღვანელობს, რათა 2024 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლება კვლავ მის ხელთ დარჩეს.

ნადირაძე “რეაქციის” ეთერში ირაკლი კობახიძეს კორუმპირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში” შესული შავი ფული კონკრეტული პოლიტიკური ფიგურანტების საკეთილდღეოდ გამოიყენებოდა.

არავის არ ეგონოს, რომ ივანიშვილი ამ ხალხს იმიტომ ცვლის, რომ ხვალიდან უნდა, რომ ხალხისთვის რამე გაკეთდეს. მან იცის, რომ ეს არჩევნები აქვს წაგებული, მათი რეიტინგი არის განულებული, მისი ძალაუფლება, ნაშოვნი მილიარდები დგას უდიდესი საფრთხის წინაშე და ახლა ცდილობს, რომ თავი გადაირჩინოს ამ პოლიტიკური თამაშებით. საუბარი იყო იმაზე, რომ ვითომ, ნაკლებად არის ირაკლი კობახიძე კორუფციაში გასული. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში არ ტარდება ტენდერი, თუ ატკატის სახით ფულს არ მიიტანს “ოცნებაში”. ეს შავი ფული, რომ “ქართულ ოცნებაში” მიდიოდა, იმ პარტიის თავმჯდომარე ხომ არ იყო ირაკლი კობახიძე. ის, რომ კობახიძე ნაკლებად კორუმპირებულია, პირიქით, იგი იყენებდა იმისთვის, რომ ეს კორუმპირებული ხელისუფლება და ძალაუფლება შეენარჩუნებინათ”, – ამბობს ნადირაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share