შალვა რამიშვილის მორიგი სკანდალი – ომბუდსმენმა ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

“ოცნების” მთავარი პროპაგანდისტის კიდევ ერთი სკანდალი –  სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შალვა რამიშვილმა ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად  “პოსტ ტვ-ის” შენობაში შეავიწროა. ომბუდსმენი     მსხვერპლის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს თვეების განმავლობაში სწავლობდა. როცა სახალხო დამცველის აპარტმა მოკვლევა დაასრულა, უფლებადამცველებმა შალვა რამიშვილი ამხილეს, რომელსაც დღეს თავის მართლებაც კი არ უცდია.

გადაწყვტილება პრეცედენტულია, თუმცა მას არ აქვს სამართლებრივი ძალა. სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დოკუმენტი სხვა ქალებისთვის იქნება საფუძველი, რომ თუ შევიწროებისა და შანტაჟის მსხვერპლი არიან, არ გაჩუმდნენ.

“ოცნების” პროპაგანდისტმა ომბუდსმენთან თანაშრომლობაზე უარი თქვა. ეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ  მეორე საქმეა.  მას სასამართლო დავა ასევე სექსუალური შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ ორ ინსტანციაში   მოუგო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share