ფეისბუქ-გვერდი “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” სოციალურ ქსელში სოფელ გომის მიმდებარედ ჰესების მშენებლობის შესახებ წერს:
რატომ დაანაწევრეს მცირე კასკადური ტიპის ჰესებად სოფელ გომის მიმდებარედ “ბასრა1,” “ბასრა 2 “და “ბასრა 3 ” ჰესების პროექტი 1, 98მგვტ სიმძლავრედ????
ალბათ იმიტომ, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით ასეთი სიმძლავრის ჰესის პროექტებს არ სჭირდება გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლა, კვლევა ანუ არც ფული ეხარჯებათ, არც დავიდარაბა უწევთ ადგილობრივი თემებიდან….ჰოდა ასე ყოფენ, ანაწევრებენ, მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტები.
მას შემდეგ, შარშან გაზაფხულში როცა შემთხვევით გავიგეთ ოზურგეთში, კერძოდ სოფელ გომში, მდინარე ბჟუჟზე თურმე იგეგმებოდა სამი კასკადური ტიპის ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოები და ავტეხეთ ერთი ამბავი…გამოჩნდა კომპანია „პარვუს ჯგუფი“.
კომპანიას მოვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება, გარემოსდაცვითი კვლევები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემისთვის. სრული იგნორირება კომპანიის მხრიდან. შედეგად ისე აგრძელებენ საამშენებლო სამუშაოებს რომ, არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
️„ეკომ“ წერილით მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, რასაც ფლობდნენ „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესის პროექტის შესახებ. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღეთ პასუხი.
როგორც ირკვევა, კომპანია „პარვუს ჯგუფს“ 2023 წლის 31 ივლისს სსიპ-ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა წერილი კითხვით _ „ვგეგმავთ 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას,თითოეული 1.98 მგვტ და გთხოვთ გვაცნობოთ საჭიროებს თუ არა აღნიშნული სიმძლავრის პროექტები „გარემოსდაცვითი შეაფასების კოდექსით“ დადგენილი პროცედურების გავლას და შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწვეტილების მიღებას“.
სააგენტომ 5 სამუშაო დღის ვადაში უპასუხა კომპანიას _ „ვინაიდან „ბასრა 1“, „ბასრა 2“, „ბასრა 3“ ჰესების სიმძლავრე 2 მგვტ-ზე დაბალია,აღნიშნული საქმიანობა არ საჭიროებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ პროცედურების გავლას.“
ბოლოში კი მიუწერა: _ჩვენთან შეთანხმებული უნდა იქნას ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობებიო. სხვა მოთხოვნა ან დაინტერესება არც ყოფილა, რას აგებთ ან გარემოსდაცვითი რაიმე კვლევებს თუ აწარმოებთო….
მანამდე კი კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმებია ეკონომიკის სამინისტროსთან 2021 წლის 19 ივლისს, ნათია თურნავას მინისტრობის დროს.
ხელშეკრულება გაუფორმებია ეკონომიკის სამინისტროსთან 2021 წლის 19 ივლისს, ნათია თურნავას მინისტრობის დროს.
ხელშეკრულებაში იკითხება, რომ ჩაუტარებიათ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი: სწორედ ამიტომ ხდება კასკადური დანაწევრება, რომ ნიშნული სულ მცირედით ჩამოცდეს 2 მგვტ-ს და გარემოსდაცვითი კვლევები არ ჩატარდეს, მოსახლეობას სარგებელი არ ჰქონდეს და ზედმეტად თავი არ აიტკივონ.
აბა 0,02 სირცხვილ ნამუსის კი არაა.
და როგორ აგებენ ამ ჰესებს გომის ტყეში ეშმაკმა უწყის მარტო. – წერია ფეისბუქ-ჯგუფის გვერდზე.